ათენში, უცნობმა პირებმა საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს. ამჟამად ადგილობრივი სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეებს ეძებენ.
მსუბუქადაა დაშავებულისაელჩოს დაცვის თანამშრომელი, უმნიშვნელოვნად დაზიანდა დიპლომატიური მისიის შენობა.
ამჟამად ათენის ცენტრში, სადაც საელჩო მდებარეობს, სატრანსპორტო მიმოსვლა აიკრძალა. როგორც „ბიბისი“ წერს, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მომავალ კვირას ათენს ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ეწვევა.
როგორც მედია აღნიშნავს, საბერძნეთში მდებარე უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს როგორც წესი, ქვეყანაში მოქმედი მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ.
იტვირთბა....