ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვისი ცხედარი იპოვეს სვანეთში: „მეტრონომი“ შსს-ს დაუკავშირდა

მესტიის გზაზე, სოფელ ლუჰაში 65 წლის დაკარგული გერმანიის მოქალაქის ცხედარი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი რამდენიმე თვის წინ დაკარგულ გერმანელ ბიზნესმენს სერგეი სმილოვს ეკუთვნის.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით ცხედარი ნამდვილად აღნიშნულ გერმანელ ბიზნესმენს ეკუთვნის, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა იურიდიული პროცედურების შემდეგ შეიძლება.

„პირველადი მონაცემებით ნამდვილად ეს ადამიანია, თუმცა დაზუსტებით ვერ ვამბობთ, რადგან მთელი რიგი იურიდიული პროცედურებია ჩასატარებელი. ეს არის ამოცნობა და ექსპერტიზა, დანამსვილებით შემდეგ გახდება ცნობილი“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ბიზნესმენის კუთვნილი პირადი ნივთებიც. წინასწარი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევა გამხდარიყო.

სერგეი სმისლოვს ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ის კომპანია „ეპტისა-ს“ წარმომადგენელი იყო, რომელიც მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სმისლოვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.

როგორც მათ რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, სერგეი სმისლოვს თან სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა.

„არავინ იცის როგორ დაიკარგა, ის უბრალოდ გაუჩინარდა. ვერ ვპოულობთ მის მანქანას და კვალიც არსად ჩანს. 12 ივლისს ის ზუგდიდიდან გავიდა. მას დაურეკა მეგობარმა ბადრიმ, 3 საათში უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუმცა როდესაც ბადრიმ ხელმეორედ დარეკა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა,“ – აცხადებდა სმისლოვის შვილი.

იტვირთბა....