ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მანქანა – 2 ქვეითად მოსიარულეს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....