უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. ის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.