ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„თურქეთი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ მოუწოდებს“

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

„თურქეთი ულოცავს გამარჯვებას დონალდ ტრამს და მოუწოდებს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ”, – წერს თურქეთის პრემიერი.

შეგახსენებთ, თურქეთში,  მიმდინარე წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თურქულმა მხარემ ვაშინგტონს, გიულენის ექსტრადირების მოწოდებით არაერთხელ მიმართა.

იტვირთბა....