ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის მთავრობამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

უკრაინის მთავრობამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი სოციალურ ქსელში წერს.

“პრეზიდენტთან შეთანხმებით, მთავრობამ დანიშნა ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ანდრეი სიბიგა – საგარეო საქმეთა მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მნიშვნელოვანია მუშაობის უწყვეტობის შენარჩუნება თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში”, – წერს კორეცკი.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალ შემადგენლობას დაუჭირა მხარი, თუმცა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მაშინ არ იყვნენ დანიშნული.

იტვირთბა....