ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან რაციონალურ თანამშრომლობას მოახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შულცის თქმით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპმა ბევრი აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა ქალებისა და უმცირესობების მიმართ.
“გამოცდილებამ აჩვენა, რომ საარჩევნო კამპანია განსხვავდება იმ რეალობისგან, რასაც პოლიტიკოსები შემდეგ აკეთებნ ხოლმე. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მასთან რაციონალურ თანამშრომლობას შევძლებთ.”-აცხადებს შულცი.
შეგახსენებთ, აშშ-ს 45-ე პრეზიდენი რესპუბლიკელი დონალდრ ტრამპი გახდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.