“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაშიც სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ მოგვიწევს რიგში ჩადგომა”.- ეს განცხადება ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
მინისტრი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უკვე მოთხოვნილია.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა და ამ სასჯელის მოხდის მერე რომელ ქვეყანას გადასცენ სასჯელის მოსახდელად. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანასს გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ , სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ რიგში მოგვიწევს ჩადგომა – ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა. მე არა მგონია ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ამის შესახებ თავად უკრაინაშიც დიდი ხანია მიდის საუბარი. ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებს ვერც მეორე, მესამე, ან მეშვიდე ქვეყანაში მისი დიქტატორული ამბიციები. რაც ყველაზე მტკივნეულია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი მიზეზებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და შემდეგ რუსეთის მიერ მათი აღიარება. ეს არის დანაშაული და სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ტერიტორიების გამფლანგველი“.- განაცხადა სუბარმა.