ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი ძალიან დიდ მოძრაობას იწყებს. იყო საუბარი პარტიის შექმნაზე”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში “ძალიან დიდ მოძრაობას” იწყებს.  მისი თქმით, ეს “ოპოზიციური ბრძოლის” გაგრძელება იქნება.

“ბოლო წლებში ვინც თვლას ადევნებდა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ალბათ ამ ეტაპზე იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ თავად ისაუბრებს ყველაფერზე”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

guardian.ge

იტვირთბა....