ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის გადადგომას ეხმაურება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის გია ლორთქიფანიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

სააკაშვილი  ლორთქიფანიძის პოსტზე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

“ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.“ – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ოდესის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა გია ლორთქიფანიძემ “ფეისბუკზე” ვიდეო გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს.

იტვირთბა....