ორბელიანის მოედანზე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დანგრეულია კორპუსის სამი სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. მათივე თქმით, მათ გამგეობას არა ერთხელ მიმართეს და კორპუსის რეაბილიტაცია ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობა მათ ბინის დასაქირავებლად 500 ლარს სთავაზობდა, თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ ალტერნატიული ფართის შოვნა ვერ შეძლეს.
მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. შემთხვევის ადგილზე რაიონის გამგებელი იმყოფება.