ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა

წინა წელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

მათი თქმით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში – 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა – 64% (4 212 110), ბელარუსი – 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი – 47% (74 188), პოლონეთი – 44% (1 819 542), რუსეთი – 40% (20 531 892), ესტონეთი – 33% (516 048), ყირგიზეთი – 17% (202 666), იაპონია – 12% (141 774), აშშ – 12% (234 616), გერმანია – 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1 819 542).

სამინისტროს ცნობით, ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 28,2% შეადგინა.

იტვირთბა....