ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა

ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელში თავად დაწერა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ოდესის პოლიციის უფროსი. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული.

წელიწადნახევრის შემდეგ, რაც მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული პოსტი,” – აცხადებს გია ლორთქიფანიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა სასამართლომ სექტემბერში შეუფარდა.

სასამართლოს პროკურატურამ მიმართა დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდესის ოლქის პოლიციის მოქმედ მაღალჩინოსანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

იტვირთბა....