“აჭარა ჯგუფის” მიერ შემოყვანილი საჰაერო ტაქსი ფრენას “ავიატორი პლუსის” სახელით დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჟამად საჰაერო ხომალდი სერთიფიცირების პროცედურას გადის და თუ განსაკუთრებული შენიშვნები არ იქნება, კომპანია ფრენის უფლებას თვის ბოლომდე მოიპოვებს. საუბარია 8-ადგილიან ბიზნესჯეტზე.
“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ჩაჩავა აცხადებს, რომ 14 ნოემბრსითვის გათვალისწინებულია საჰაერო ხომალდის ინსპექტირება.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კომპანიას ერთი საჰაერო ხომალდი ჰყავს, თუმცა, სამომავლოდ კიდევ ერთის ჩამოყვანას აპირებს.
კომპანია ბიზნესჯეტით ფრენას საქართველოს ფარგლებში აპირებს.