ახალი ამბები მთავარი სამართალი

76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

 

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დილის 12:00 საათისთვის დაიწყო.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით,  76 წლის ქალის დანაწევრებული და დამწვარი ცხედარი პოლიციამ გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე რამდენიმე დღის წინ  აღმოაჩინა.

 განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში, ბრალი გარდაცვლილის შვილს, 24 წლის მამაკაცს და არასრულწლოვანს ედება. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ ორ ახალგაზრდას აქვს წარდგენილი.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

 

იტვირთბა....