ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ნოემბერში რუს და ქართველ ბიზნესმენებს შორის შეხვედრა გაიმართება

თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში, კერძოდ, 14-15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც “ბიზნესკონტრაქტთანსაუბრისას პრემიერის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ფორუმი შედგება ნოემბრის შუა რიცხვებში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 20 კაციანი ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებით.

„თემატიკას რაც შეეხება განხილული იქნება ვაჭრობა,ბიზნესი,ბიზნეს ინიციატივები და წინადადებები“.- აცხადებს აბაშიძე.

ის  ასევე  აღნიშავს,  რომ ამ ინიციატივაში არ მონაწილეობს მთავრობა და ეს არ არის სახელისუფლებო ღონისძიება.

ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, შეხვედრა ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.

იტვირთბა....