ტყიბულში ავტოავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. ავარიის დროს დაშავდა ასევე 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს, შემდეგ კი რეანომობილით ქუთაისში, წმინდა ნინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

