ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის  ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

“ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობიექტურად ვასრულებთ”, – აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება გორიში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, ხუციშვილის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხულია შვიდი პირი, მიმდინარეობს ექსპერტიზები.

“ვფიქრობ, რომ ალბათ უწყებათშორისი კომისიის მომავალ სხდომამდე ჩვენ გვეცოდონება დაახლოებით რა მოხდა და რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის” (EPDE), სამ დამკვირვებელს ჯიხაშკარის 79-ე უბანზე თავს დაესხნენ და  ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

იტვირთბა....