ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი თურქეთში

თურქეთის ქალაქ დიარბაქირის ცენტრალურ რაიონში, უშიშროების სამსახურის შენობის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. ალჯაზირას ინფორმაციით, აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა და დაიჭრა 30-ზე მეტი. ამ ინფორმაციას წყარო თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

როგორც უცხოური მედია წერს, შენობაში რომელთანაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ერთი დღით ადრე ქურთთა სახალხო დემოკრატიული პარტიის დაკავებული ლიდერები გადაიყვანეს.

იტვირთბა....