ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

 

დღეს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, კრწანისის, ნაძალადევის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და კაბელების გამოკვლევას ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანბარელის, ხევძმარის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ჭელიძის და ხარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონიში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ცინცაძის, ავლევის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ავშნის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....