მეწყერის შედეგად ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში 3 ოჯახი დაზარალდა, 4 კი გარესამყაროს მოწყდა.
სტიქიის შედეგად განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, დაიბზარა საცხოვრებელი სახლის კედლები და ჩაიხერგა სოფლის საავტომობილო გზა.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ საფრთხე ემუქრებათ, შესაბამისად, გასახლებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, მეწყრული პროცესები სოფლში 2000 წელსაც განვითარდა.
ვითარებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და გეოლოგები გაეცნენ.
რა სახის დახმარება გაეწევა 3 დაზარალებულ ოჯახს, გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.