ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს აკაკი ზოიძე, განათლების კომიტეტს მარიამ ჯაში, ხოლო გარემოს დაცვის კომიტეტს კახა კუჭავა უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას 2030 ავრცელებს.
მარიამ ჯაში „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატია. აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია და საპარლამენტო სიის მეექვსე ნომერია. კახა კუჭავა კი „ქართული ოცნების“ სპარლამენტო სიის მეთერთმეტე ნომერია.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი არხისვე ცნობით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება.