ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნანა კაკაბაძე ვალერი გრიგალაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

“თუ სახლი იყო უკანონოდ ჩამორთმეული და ამ გამოძიებაში მონაწლეობდა ერთ-ერთ მთავარი პირი, ვალერი გრიგალაშვილი, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, – ამი შესახებ უფლებადამცველმა მანან კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრიგალაშვილს დღეს სხვა არაფერი არ დარჩენია, გარდა იმ საუბრისა, რა რიტორიკითაც, ის საქართველოს მოსახლეობას ესაუბრება.

შეგახსენებთ, პროკურატურამ სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნა. საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.

იტვირთბა....