ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 რაიონი თბილისში, რომელსაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

 

თბილისის რამდენიმე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, კრწანისის, საბურთალოს, სამგორისა და დიდგორის რაიონებს.

ისნის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყნვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აცხადებს თელასი.

იტვირთბა....