”ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ „გარდენია შევარდნაძეში” ხანძრის გაჩენა მათი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოებით იყო გამოწვეული:
”სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე “გარდენია შევარდნაძეში” მომხდარი ხანძარი შესაძლოა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ წარმოებული სამუშაოებით იყო გამოწვეული.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან კომპანიის თანამშრომლები აღნიშნული ობიექტიდან მოშორებით აწარმოებდნენ სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს „გარდენია შევარდნაძეში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 80 კვადრატული ფართობი დაიწვა.