ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყურადღება კითხვა: სების ექს-პრეზიდენტი – სად იქნებოდა საქართველო 20 წლის შემდეგ

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 90-იანი წლების კრიზისი რომ არ ყოფილიყო, დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება გაცილებით მაღალი იქნებოდა.

“ცოტა ხანი გადავდოთ ბოლო 10 + წელი და ნაცი/ქოცი ამბავი. რომ არა 90-იანი წლების დასაწყისის ვაკხანალია, დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის ზომისთვის უნდა მიგვეღწია 1996 წელს. დიახ, ახლა ვიქნებოდით განვითარებით იქ, სადაც ვიქნებით 20 წლის შემდეგ (დღევანდელი პოლონეთი).

91-94 წლებში საქართველომ დაკარგა თავისი ეკონომიკის 70%, ასეთი ვარდნა არ ქონია არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას.

შედეგად, საკუთარი ოჯახების გადასარჩენად 1 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში (ეკონომიკურად და სოციალურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა).

მთლიანად მოიშალა განათლების, ჯანდაცვის, ფინანსური და ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

ქვეყანა ჩაეფლო ენერგოდეფიციტის, კრიმინალის, კორუფციის და განუკითხაობის ჭაობში.

მომდევნო 10 წელი გზავნილები და ჯართის ექსპორტი გახდა ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყარო.

ყურადღება კითხვა:

ამ ყველაფრის შემმოქმედებისგან და რაც მთავარია მათი უპირობო მხარდამჭერი ელიტისგან რომ არ მივიღო მორალის კითხვა შეცდომაა?

არ ვცემ პატივს იმ საბჭოთა ელიტის ღირებულებებს ვინც ნაჩუქარი ბინის, შვილის მოწყობის, ოპერის (თეატრის) მოსაწვევის და ლიკანში მე-4 სამმართველოს, ან “კომპოზიტორებში” დასვენების სანაცვლოდ ტაშს უკრავდა ყველაფერს. გინდ ნიჭიერი რეჟისორი იყოს, მსახიობი, მწერალი, მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონი, მომღერალი, ექიმი თუ სხვა. სულ რომ გენიოსი და ოქრო იყოს მაინც.

ასე მარტივად არის ჩემთვის ყველაფერი”. – წერს ქადაგიძე.

იტვირთბა....