aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს უცებ შიშმა დამიპყრო, მესამე ტური იწყება”!

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის ოლქში გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თავის ამომრჩეველს სოციალური ქსელით მიმართავს:

“ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემ გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე!
ეხლა თქვენი ჯერია – მხარდამჭერეებო, პირველი დღიდან გულშემატკივრებო, ნაცნობებო და უცნობებო მაგრამ მუდმივ გამამხვენებლებო,ამომრჩევლებო და სხვა უბანში თუ ქვეყანაში მაცხოვრებლებო და თუნდაც თქვენც ვინც სამართლიანად თუ უსამართლოდ მაკრიტიკებდით, ყველას გეკუთვნით ჩემი უღრმესი და გულწრფელი მადლობა, რამეთუ თქვენს გარეშე აქამდე ალბათ ვერ მოვიდოდი, და დიდწილად თქვენს გამო ვარ სადაც ვარ…. დიდი მადლობა ყველას!
აწი უცნაური დღე მითენდება – ჯერ არსად მეჩქარება, არც ვიცი რა მელის და როგორ იქნება ეს ახალი ცხოვრება- და პირველად, ის არ განმიცდია საარჩევნო ბრძოლში – დღეს უცებ შიშმა დამიპყრო! შიში ჩემი თავისა, შიში იმისა, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი, ნდობა და დიდი იმედები! ეს არის უდიდესი ტვირთი და ერთადერთის თქმა შემიძლია დღეს : ვეცდები! ვეცდები და იმედი მაქვს შევძლებ … მესამე ტური იწყება!”

იტვირთბა....