ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. გვარამია უწყებაში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის განცხადებით, უწყისში, რომელიც ნიკა გვარამიამ დღეს საღამოს მიიღო, ნათქვამია, რომ ის დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე.