თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, ჩუღურეთის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 16 საათამდე შ- გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს. ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე – პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე, 13 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.
იტვირთბა....