მოსკოვის გამზირზე, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა გაჩერებაზე მოსაცდელს დაეჯახა და მამაკაცი იმსხვერპლა.
გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მძღოლი არ მიმალულა და ის გამოკითხვაზე იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.