ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შესაძლოა, იმამკულიევს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ”

 

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის ინფორმაციით, მარნეულში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის წინააღმდეგ შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.

“აჰმედ იმამკულიევმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არჩევნების პირველ ტურში, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. გამოყენებული იყო ყველა ხერხი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დასრულდა. ახლაც, როგორც ჩანს, მას მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის საფრთხედ აღიქვამს, ვინაიდან ის ახალი თაობის ლიდერია.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ ასე მოხდა, პასუხისგმებლობა სრულად მათ დაეკისრებათ”. – აცხადებს რატიანი.

იტვირთბა....