ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩების სია თბილისში, რომლებსაც ამაღამ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ამაღამ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს. როგორც ირკვევა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია, რომელიც  მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 01.00-დან 07.00 საათამდე გაგრძელდება:

თელასის ცნობით ის რაიონები და ქუჩები, რომლებსაც ელექტროენერგია შეეზღუდებათ, შემდეგია:

რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პურის მოედნის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ლეონიძის, გუდიაშვილის, ამაღლების, თაბუკაშვილის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, მირზაშაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, ტყავის, კოტე აფხაზის, გომის, ჯვარედინის, ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, აბო თბილელის, ერეკლე მეორის, სიონის, ასკანის, იერუსალიმის, ეფრემ მცირეს, გრიშაშვილის, შარდენის, ინგოროყვას, სულხან-საბას, 9 აპრილის, წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლერმონტოვის, შინდისის, იაშვილის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, შხეფის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის, ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის, სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძის და ახოსპირელის ქუჩების მცხოვრებლებს.

შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

წყარო: interpressnews.ge

იტვირთბა....