აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქონება და ხელფასი: ვინ არის და რა დარღვევებით მოდის პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია

 

არჩევნების მეორე ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა.

თოროლაიას შესაძლებლობები ერთიორად მას შემდეგ გაიზარდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სწორედ ედიშერ თოლორაია იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი დეპუტატი, რომლის ქონებრივ მდგომარეობასაც მკითხველს გავაცნობთ. ჩვენი მიზანი  ამომრჩეველის ინფორმირებაა, რადგან დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს ეფუძნება. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით, მიუხედავად დეპუტატის პარტიული კუთვნილებისა, მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პერსონებზე, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტში შეადგეს ფეხი. ამასთან, მკითხველს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსულ ახალ თუ ძველ სახეებზე, მათ წარსულზე და მომავლის გეგმებზე.

როგორც “ქართული ოცნების” ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ედიშერ თოლორაიამ განათლება ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, თოლორაია 2002-2006 მუშაობდა ზუგდიდის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2007 წელს იყო საპენსიო სუფსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად. 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზუგდიდის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გახდა, 2014 წელს კი არჩეულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იგი ასევე არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმდჯომარე.

თოლორაიამ ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის მარტში შესავსო. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას ქალაქ თბილისსა და მოსკოვში, ასევე საცხოვრებელ სახლს და მიწის რამდენიმე ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.

თოლორაიების კუთვნილი ქონება ასე გამოიყურება: ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 160 კვ. მ ბინა; მოსკოვში არსებული 51 კვ.მ ფართობის ბინა; ორი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ზუგდიდში. ორი ავტოფარეხი თბილისსა და ზუგდიდში.

ედიშერ თოლორიამ ზუგდიდის გამგებლის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში 45 869 ლარი გამოიმუშავა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაცია არ ასახავს რეალობას. ედიშერ თოლორაიამ დეკლარაციაში არ მიუთითა ოჯახის მფლობელობაში არსებული ბიზნესსსაქმიანობა და შესაბამისად, იქიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ თოლორაიას მეუღლე მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს “თბილი კერა 2011-ის” 100% წილის მფლობელი.

მისი და ეკატერინე თოლორაია არის შპს “ორთეს” 50% წილის მფლობელი.

დეკლარაციის არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას. საერთაშორისო ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ ედიშერ თოლორაიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2014 წელსაც არასრულად ჰქონდა შევსებული.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....