რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 49 წლის ალექსანდრე დოთიაშვილი სოფელ კირბალის ტყიდან გაიტაცეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დოთიაშვილი ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული და სახლში აღარ დაბრუნებულა.
ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს დილით ოჯახს აცნობეს, რომ ალექსანდრე დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის.