ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხუბი, ფულის გამოძალვა, სიგარეტი: რა ხდება სკოლებში – განათლების ექსმინისტრი წერს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განცხადებას ავრცელებს, სადაც სკოლებში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

“პირად inbox-ში ვიღებ ძალიან ბევრ წერილს მშობლებისგან, რომ საჯარო სკოლებში უსაფრთხოება არის მკვეთრად გაუარესებული, ჩხუბები, ფულის გამოძალვა, ბულინგი, სიგარეტის მოწევა გახდა სკოლების ყოველდღიური რეალობა. მშობლები არიან გაოგნებულები თუ რა მალე ჩამოიშალა მანდატურების სისტემა და ხაზს უსვამენ, რომ უმრავლეს შემთხვევებში მანდატურები არც რეაგირებენ დარღვევებზე და ძალადობაზე. ბატონებო და ქალბატონებო, მანდატურის სისტემა კი არ ჩამოიშალა, მანდატურების სისტემა გაანადგურეს. 60%-ით არის შემცირებული პირადი შემადგენლობა, მანდატურებს არ დაუტოვეს არანაირი უფლებები გარდა დარაჯის ფუნქციის. ისინი ექვემდებარებიან სკოლის დირექტორებს და უფუნქციოთ დარჩნენ. მიუხედავად ამის, ბევრი მანდატური მაინც ცდილობს უზრუნველყოს უსაფრთხოება. სისტემაში დარჩა ბევრი პატრიოტი მანდატური, ვინც უზარმაზარი შრომის და მონდომების ხარჯზე ახერხებს მინიმალური სტანდარტების დაცვას მაინც. მე მათ მინდა მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა – ის რაც დღეს ხდება სკოლებში, არის განათლების სამინისტროს და მთავრობის მავნებლობის შედეგი. ისინი ვერ იტანენ მანდატურების ინსტიტუტს და დე ფაქტო გაანადგურეს. დე იურე მანდატურები არსებობენ მხოლოდ იმის გამო, რომ განათლების სამინისტროს ეშინია ამ სტრუქტურის გაუქმების. ისინი პიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, ძალადობის ყველა ფაქტზე თვითონ მოუწევთ პასუხის გაცემა. ამიტომ დატოვეს უფუნქციო მანდატურები ბუფერად, რათა მათ არ დაბრალდეთ სკოლებში ზალადობა. მაგრამ, მე დარწყმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ხედავს, თუ რა მავნებლობასთან გვაქვს საქმე”.

იტვირთბა....