მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე მათი რაოდენობა 58%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, 2020 წლისთვს ცხოველების რაოდენობა მსოფლიოში, 1970 წელთან შედარებით, 67 %-ით შემცირდება.
მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზეზად ნადირობასთან ერთად, ადამიანის საქმიანობას ასახელებს, რომლის შედეგიც გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატებაა.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად შემცირდა იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ბინადრობენ.