კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია სამხედრო ბაზაზე იმყოფება და შემთხვევის ადგილს ათვალიერებს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ბაზის უკანა, შიდა პერიმეტრზე მოხდა და გუშაგმა მას შემდეგ იმოქმედა ყველა ნორმის დაცვით, რაც ბაზის შიგნით შესული უცხო პირები შენიშნა.
რომან შენგელიას ინფორმაციით, გუშაგმა მის შვილს – სამხედრო საწვრთნელი ბაზის გარე პერიმეტრზე ესროლა.