ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა ლიდერებმა, დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ:

პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებთ, არც პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას. მალე მეორე ტური იქნება და ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ,  რადგან 2012 წელს ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი  ოპოზიციაში გადასულიყვნენ და იქნებ პოლიტიკიდანაც წასულიყვნენ.

ხელისუფლების მხრიდან არანაირი შემოთავზებები არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იყო გამოყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვირიკაშვილის მთავრობის ხელში ეს ასე არ იქნება.“-განაცხადეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა.

 

იტვირთბა....