საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის პოსტზე ნათია კაპანაძე აირჩიეს. მას განმეორებითი კენჭისყრისას, ოთხკაციანი საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი ხმა კი ბათილად მიიჩნიეს.
კაპანაძე გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობას 21 დეკემბრიდან დაიწყებს, როდესაც ტელევიზიის მოქმედ დირექტორს, სოსო სტურუას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.
ნათია კაპანაძე 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი წლების განმავლობაში ამავე ორგანიზაციის იურისტი იყო.