პაკისტანში პოლიციის სასწავლებელს თავს დაესხნენ და შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
„ბოევიკები“ სასწავლებლის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შევიდნენ, შემდეგ კი ყაზარმაში შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.
დამნაშავეებმა მოსწავლეთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს. მათი გათავისუფლება პაკისტანის უშიშროების ძალებმა სპეცოპერაციის შემდეგ შეძლეს.
ადგილობრივი ინფორმაციით, თავდასხმა 6-მდე პირმა განახორციელა, აქედან სამი ლიკვიდირებულია.
პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო.
იტვირთბა....