ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 28 წლის ილია თაყაძე დააკავეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
თაყაძის აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.
დაკავებული ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფება.