ლევან ვარშალომიძემ არჩევნებისას გადაღებული მორიგი ვიდეო მასალა გაასაჯაროა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კადრებში არაერთი კანონდარღვევაა დაფიქსირებული.
მისი თქმით, კომისიის წევრები დაწერილ ოქმებს ასწორებენ და უკანონოდ უთანხმდებიან ერთმანეთს ბიულეტენის რაოდენობასთან დაკავშირებით.
ვარშალომიძე მსგავსი მასალების გამოქვეყნებას მომავალ კვირაშიც გეგმავს და ამომრჩეველს ხმების დასაცავად მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. ვარშალომიძემ კადრები რამდენიმე დღის წინაც გამოაქვეყნა.