ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რას ჰქვია ივანიშვილის ხროვა…”: დაპირისპირება დეპუტატებს შორის

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე წარმიმართა. სხდომაზე განსახილველად გამოტანილი ორი საკითხიდან, ერთ-ერთი ხმაურის მიუხედავად მაინც დამტკიცდა.

“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ოზურგეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების გაერთიანებების თაობაზე“- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერსითვის თანხმობის მიცემის შესახებ“და მეორე საკითხი  _  სსიპ თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული ქონების ქალაქ ოზურგეთში ი/ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 113 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 30 წლის ვადით გაცემის შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის  თაობაზე“.

მეორე საკთხს, დეპუტატებს _ ლევან მგელაძეს, ვასილ ჩიგოგიძესა და გოჩა ძიმისტარაშვილს შორის ხმამაღალი შელაპარაკება მოჰყვა.

დეპუტატი ლევან მგელაძე და გოჩა ძიმისტარაშვილი ტაქსების ავტოსადგომისთვის 30- წლიან იჯარას აპროტესტებდნენ და საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს განმარტებას სთხოვდნენ:

ლევან მგელაძე: “რას ნიშნავს ეს 30-წლიანი იჯარა, ეს არის დანაშაული, ბიუჯეტის მიმართ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ამასთან დაკავშირებით არ მომბეზრდება განმეორება, 30 წელი რა უბედურებააა, გამაგებინეთ, მაშინ მიეცით 100 წლით!

გელა კობალაძე: “რატომ, ძმაო, ფული შემოდის აქედან და ჩვენ სახელმწიფოს როცა დასჭირდება ის გზა, ალტერნატივაა _ მისცემს იმ 5 ტაქსის სადგომს ან გაუფორმებს ხელშეკრულებას, პირდაპირი განკარგვით მიდის, ლევან, კიდევ წავა პირდაპირი განკარგვით ბევრი ადგილი ქალაქში. თქვენ ხედავთ ამას დანაშაულად.  თქვენ ხომ დარწმუნდით, რომ აუქციონის წესით გაცემულმა შენობებმა მოგება რომ არ  მოგვიტანა, ჩვენ ველოდებით ახლა. წინაწარ შეიძლება, არ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიტყვი,  რომელი კერძო სადგომებიც არის იჯარით გაცემული,  ვისაც 2016 წელს გასდის ვადა. დავსხდებით,  შეიკრიბება სპეციალური კომისია,  სადაც საპატროლო პოლიციაც მიიღებს მონაწილეობას და გადავწყვეტთ, რ,ა როგორ ჯობია. მერამდენე აუქციონი ჩავარდა, _ გეკითხებით!  აუქციონით გაიცა სასტუმრო “გურია” და იცით, რომ პრობლემურია.  ასევე, სერვისცენტრის შენობა,  იმავე სტადიონთან მდებარე სასადილო, რომელიც ორჯერ ჩავარდა განახევრებული ფასით“.

გოჩა ძიმისტარაშვილი: “ნარუჯაში და ლიხაურში რომ დადიოდით და იძახდით, ხმა არ მისცეთ ოპოზიციასო, ამას კაცობა და ადამიანობა ჰქვია? თქვენ არჩევნები გააყალბეთ, მე წინააღმდეგი ვარ და არ მივცემ ხმას ამ საკითხს! გაიცეს აუქციონის სახით, ჩვენ ვინ გვისმენს, მაგას წყვეტს ივანიშვილი და მისი ხროვა“.

დეპტატ გოჩა ძიმისტარაშვილის მიერ წამოთქმულ რეპლიკას, უმალვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძისგან:

“არჩევნების წაგება-მოგებასთა და ხმების დათვლასთან დაკავშირებით ცალკე მოვიწვიოთ საკრებულოს სხდომა და ხმები დავითვალოთ. დაფიქრიდი და ასე არ შეიძლება. რას ჰქვია ივანიშვილის ხროვა, ან ივანიშვილი არ შუაშია ტაქსის სადგომებთან? რომელია ხროვა, შენ თუ ხარ, არ ვიცი და მე არ ვარ ხროვა, წადი და ხალხს დაეკითხე“, _ უპასუხა ჩიგოგიძემ.

gurianews.com

იტვირთბა....