ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ორიონის მეტეორული წვიმა: რას ნახავთ ამაღამ ცაზე (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=j8JWHDzXqjk

დედამიწელებს საშუალება გვექნება ბუნების უნიკალური მოვლენა ვიხილოთ. ორიონიდას მეტეორული წვიმა დედამიწის ყოველი კუთხიდან შესამჩნევი იქნება. ორიონიდები მეტეორიტული ნაკადია, რომლის მეტეორიტები ორიონის თანავარსკვლავედის მხრიდან შემოდიან ატმოსფეროში.

ნაკადის მეტეორიტული სხეულებისა და დედამიწის გზები წელიწადში ორჯერ იკვეთება. ამის გამო ორი ნაკადი წარმოიქმნება: გაზაფხულზე – აკვარიდები(რადიანტით მერწყულის თანავარსკვლავედში), მეტეორიტების მაქსიმალური რიცხვით 5 მაისს, შემოდგომაზე – ორიონიდები, მეტეორიტების მაქსიმალური რიცხვით 21-22 ოქტომბერს. ორიონიდები ჰალეის კომეტის ნამსხვრევებია.

ნაკადი აქტიური 2 ოქტომბრინდან 7 ნოემბრამდეა. აქტიურ პერიოდში რადიანტი(შემოსვლის წერტილი) ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს(თავთან ახლოს), მეტორიტების სიჩქარე 66 კმ/წმ(სწრაფი თეთრი მეტეორიტები). ეს, სტაბილური ნაკადია, მაქსიმუმის დროს 25-მდე მეტეორიტით საათში ყოველ წელიწადს. თანავარსკვლავედი შუაღამეს ადის ჰორიზონტს მაღლა.

ორიონი(მონადირე) უდაოდ ყველაზე ლამაზი თანავარსკვლავედია. მისი შემადგენელი ელვარე ვარსკვლავებით ადვილია თანავარსკვლავედის ფიგურის მოხაზვა, რომლის სამხრეთ-დასავლეთით მოცისფრო სირიუსი კაშკაშებს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით წითელი ალდებარანი. მასში შეუიარაღებელი თვალით 209 ვარსკვლავის გარჩევაა შესაძლებელი.

ბეტელგეიზე(ორიონის ალფა) – წითელი ზეგიგანტი, მზეზე 15 ათასჯერ ელვარე. ის ცვალებადი ვარსკვლავია, ვიზუალური ელვარების 0,4-დან 1,3 ვარსკვლავურ სიდიდემდე ცვლილებებით, 6 წლიანი პერიოდით. რიგელი(ორიონის ბეტა), ბეტელგეიზეზე ელვარეა. ამ მოცისფრო-თეთრი ვარსკვლავის ნათობა მზისას 80 ათასჯერ აჭარბებს. ბერძნული მითოსის მიხედვით, ორიონი, პოსეიდონის და ევრიალეს შვილია.

 

იტვირთბა....