თბილისში, მეტროში, შუა ხნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი მატარებლის სადგურში შემოსვლის დროს წაბორძიკდა და ლიანდაგში ჩავარდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.