ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინიციატივა: რა ჯდება საქართველოში საჰაერო ტაქსით მგზავრობა

 

საჰაერო ტაქსებზე ფასები ძალიან მაღალია. საჰაერო ტაქსით, რომელშიც 4-5 ადამიანი ჯდება, ორი გზის ღირებულება 4-5 ათასი დოლარის ფარგლებშია. ფასი საჰაერო გზის მანძილსა და ლოდინის დროზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ეარ ჩარტერის” დამაარსებელმა ლევან გურგენიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, კომპანია ცდილობს საშუალო შემოსავლების მქონე ჯგუფზეც გავიდეს, რაც გულისხმობს საჰაერო ტაქსების მგავზრების რაოდენობის გაზრდას, რის შედეგადაც, 10-კაციან ჯგუფს 100 დოლარად შეეძლება სერვისის მიღება:

„არის ისეთი კატეგორიის საფრენი აპარატები, რომელთა ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება. მომხმარებელი ძირითადად მაღალშემოსავლიანი სეგმენტია. სურვილი გვაქვს, რომ საშუალო შემოსავლიან სეგმენტსაც მოვემსახუროთ. მაგალითად თუ მაღალშემოსავლიანი სეგმენტში, ერთ პირს შეუძლია დაიქირავოს ჩარტერი და გადაფრინდეს ბათუმში, ამის ფონზე არის საშუალო შემოსავლიანი კატეგორია, მეგობრების ჯგუფი, რომლებსაც სურთ გადაფრინდნენ დავუშვათ მესტიაში და დაბრუნდნენ უკან. ეს რომ შევძლოთ, ქვეყანაში ისეთი სახის აპარატები უნდა შემოვიდეს, რომელიც შედარებით ბევრ მგზავრზე იქნება გათვლილი. მთლიანი რეისის ხარჯი კი დიდ რაოდენობაზე გადანაწილდება. დავუშვათ რეისი 1000 დოლარი ღირს, ათი კაცი 100-100 დოლარად იმგზავრებს, ეს უკვე ყველასთვის მისაღები იქნება”, – ამბობს ლევან გურგენიძე.

მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს გარკვეული მონახაზი შესთავაზეს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებაში ჩაერთოს და კერძო სექტორს მიეცეს საშუალება, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი”

 

 

იტვირთბა....