ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა საირმე-აბასთუმნის გზის მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმნის (კმ52-კმ90) მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, აკრძალულია მოძრაობა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე.

იტვირთბა....