ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, ამის აზრს ვერ ვხედავ”

მოძრაობა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” იოლად მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მე-9 მოწვევის პარლამენტში.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შემდგარი ფაქტია თითქმის და აქედან გამომდინარე, ეს საფრთხეა ქვეყნისთვის და ქართული ოცნებისთვისაც. თუმცა, ნამდვილად არ ვაპირებ ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერას იმიტომ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ. დღევანდელმა ლიდერებმა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა ქართულ ოცნებას. ”-ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

იტვირთბა....