ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 24 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა მამამ ნახა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.