სამეგრელოში დედის მიერ ახალშობილის მკვლელობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის დრომ“ სიუჟეტი მოამზადა.
გადაცემის მიხედვით, ბრალდებული სამი შვილის დედა, 32 წლის ქალია, რომელმაც შვილი დაბადებისთანავე გაგუდა.
მან საკუთარ სახლში იმშობიარა, შემდეგ კი, ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, თუმცა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც ახალშობილის მკვლელობის ფაქტი გაირკვა.
სავარაუდო მოტივი არასასურველი ორსულობაა. დედამთილის თქმით, მისი შვილი წლების წინ გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.